ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ჰამასის საზღვაო ძალების მეთაური მოკლა, - ამის შესახებ კვირას ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელმა განაცხადა.
„ორშაბათს [30 ივნისს], ისრაელის თავდაცვის ძალებმა, სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, დარტყმა განახორციელა და მოკლა ტერორისტი რამზი რამდან აბედ ალი სალეჰი, ჰამასის საზღვაო დანაყოფის მეთაური სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამხედროების ცნობით, დარტყმის შედეგად რამზი სალეჰთან ერთად ჰამასის კიდევ რამდენიმე მებრძოლი დაიღუპა, მათ შორის ჰამასის ნაღმმტყორცნების დანაყოფის მეთაურის მოადგილე, ჰიშამ მანსური და ნაღმმტყორცნების დანაყოფის მებრძოლი, ნასიმ საბჰა.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, დარტყმამდე მიღებული იქნა ზომები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რისკის შესამცირებლად.