განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ყოფილი უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას მოადგილემ, მირზა კეზევაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
"ბატონი მირზა კეზევაძე არავის არ გაუშვია სამსახურიდან, მან საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს და წავიდა სამსახურიდან. აქ არანაირ გაშვებას ადგილი არ ჰქონია, მან საკუთარი სურვილით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები" - თქვა დარახველიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა კეზევაძეს მაგნიტსკის აქტის ფარგლებში ფინანსური სანქციები დაუწესა. ასევე, კეზევაძეს გაერთიანებული სამეფოს ფინანსური და სავიზო სანქციებიც დაუწესდა.