რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უპასუხა სატელეფონო ზარს მისი პრინციპების გამო, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაურეკა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„პასუხი აშკარაა. პასუხი იმ პრინციპებშია, რომლებითაც რუსეთის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ჭეშმარიტად თავაზიანი ადამიანი, შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, რომელიც არასდროს ამბობს უარს დიალოგზე, რაიმე ოპორტუნისტული იდეოლოგიური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად,“ - განაცხადა ლავროვმა.
მაკრონსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი 1-ელ ივლისს გაიმართა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მათი ცნობით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მაკრონმა მოუწოდა რაც შეიძლება მალე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დამყარებისა და უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის მყარი, ხანგრძლივი მოგვარების მიზნით მოლაპარაკებების დაწყებისკენ.