რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი არასდროს პასუხობს ულტიმატუმებს. ამ განცხადებით, ის ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.
„მოლაპარაკებების დასრულებისთანავე ზელენსკი და მისი ევროპელი თანამებრძოლებმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გამკაცრების წინადადებით გამოვიდნენ: მათ კვლავ დაიწყეს ძველი სიმღერა იმის შესახებ, თუ როგორ არ შეიძლება რუსეთის ნდობა, რომ ის უნდა დაისაჯოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ულტიმატუმის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, რომელიც კიევის რეჟიმმა და მისმა ევროპელმა სპონსორებმა შერიგებისკენ გადადგმულ ერთგვარ ნაბიჯად წარმოადგინეს. უბრალოდ ერთხელ მაინც უნდა დაიმახსოვროთ: „რუსეთი არასდროს პასუხობს ულტიმატუმებს“, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.
ზახაროვას თქმით, ეს პოზიცია რუსეთის ხელმძღვანელობამ არაერთხელ გააჟღერა და რუსმა ხალხმაც დაამტკიცა.
„აშკარაა, რომ მშვიდობის მიღწევა დასავლეთ ევროპელ ულტრალიბერალებს არ აინტერესებთ.
„ისინი სხვა მიზანს ისახავენ: ნებისმიერ ფასად უზრუნველყონ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შესვენება, რათა აღადგინონ მათი სამხედრო პოტენციალი და განაგრძონ კონფრონტაცია ჩვენს ქვეყანასთან“, - აღნიშნა ზახაროვამ.