ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დიალოგის არხები ღია დარჩეს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდეს“, - განაცხადა ერდოღანმა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სტამბოლში შეხვედრის შესაძლებლობა ისტორიულ შესაძლებლობად იქნა აღქმული.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, წერს Hurriyet.
მან აღნიშნა, რომ თურქეთის მხრიდან შეფერხება არ არის; ამ მოლაპარაკებებში მთავარი მოთამაშე პუტინია.
„ტრამპიც დომინანტი მოთამაშეა. ზელენსკიც იმავე სიტუაციაშია“, - აღნიშნა ერდოღანმა.
მან დასძინა, რომ ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა სტამბოლში უაღრესად მნიშვნელოვანია ომის დასრულებისა და რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავიდანვე ინტენსიურ ძალისხმევას ახმარდა ომის დასრულებასა და სამართლიანი მშვიდობის მიღწევას.
„ჩვენ მხოლოდ არ ვამბობთ, „დაასრულეთ ომი“, ჩვენ ასევე ვთავაზობთ მეთოდებს, ვამზადებთ ნიადაგს და მოვუწოდებთ ამისკენ. პირველ რიგში, ომის დასასრულებლად, იარაღი უნდა გაჩუმდეს და დიპლომატია უნდა ამოქმედდეს. სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს და ეს შესაძლებლობა არ უნდა გაუშვათ ხელიდან. შეუძლებელია ამ ომის იარაღით დასრულება. ჩვენი უდიდესი სურვილია, სამშვიდობო მოლაპარაკებებიდაბ საბოლოო შედეგის მიღება. შესაბამისად, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ შუამავლის როლი ამ ომის დასასრულებლად.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დიალოგის არხები ღია დარჩეს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდეს“, - განაცხადა ერდოღანმა.