ამერიკის შეერთებულ შტატებში ტორნადოების ძლიერმა სერიამ, სულ მცირე 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მედიის ცნობით, სულ მცირე 14 ადამიანია დაღუპული კენტუკის შტატში,.ხოლო შვიდი მისურიში.
მაშველები ნანგრევებში შესაძლო გადარჩენილების ძებნას აგრძელებენ.
ხელისუფლების ცნობით, ტორნადო კენტუკის შტატში ორი საცხოვრებელი უბანი და ლონდონ-კორბინის აეროპორტი დააზიანა. ბევრი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ზარალი სერიოზულია - დანგრეულია სახლები, დაზიანებულია მანქანები, ქუჩები კი ნანგრევებითაა სავსე.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
აშშ-ის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა „განსაკუთრებით საშიში სიტუაციის“ შესახებ გაფრთხილება გაავრცელა, რადგან ტორნადოების სერია რეგიონში მილიონზე მეტ ადამიანს საფრთხეს უქმნიდა.
ტორნადო შეეხო ინდიანასა და ილინოისის შტატებსაც.
სულ მცირე 12 შტატში 800 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროენერგიის აღდგენას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.