აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორშაბათს, 19 მაისს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს, რასაც მოჰყვება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ნატო-ს მოკავშირეებთან საუბარი. ტრამპი ამის შესახებ Truth Social-ში წერს.
ტრამპმა დაწერა, რომ ორშაბათს, დილის 10 საათზე (თბილისის დროით 18:00 საათზე) პუტინთან საუბარს გამართავს, რათა ომის დასრულებისა და სავაჭრო საკითხები განიხილოს.
მან აღნიშნა, რომ ამის შემდეგ ის ზელენსკისთან, ხოლო მოგვიანებით, ზელენსკისთან ერთად, ნატო-ს ქვეყნების ლიდერებთან ისაუბრებს.
ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება პროდუქტიული დღე.
"იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე. მოხდება ცეცხლის შეწყვეტა და ეს ძალიან სასტიკი ომი, ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.