საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოთქვა რწმენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რეაგირებას მოახდენს რუსეთის ლიდერის ქცევაზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებების დაწყების მცდელობის ფონზე.
ამის შესახებ მაკრონმა ტირანაში ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკრონმა გამოთქვა რწმენა, რომ დონალდ ტრამპი სათანადოდ უპასუხებს ვლადიმერ პუტინის ქცევას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების დაწყების მცდელობების შესახებ.
„პრეზიდენტ პუტინის ცინიკური ქცევის ფონზე, მე მჯერა და დარწმუნებულიც კი ვარ - რომ პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც შეერთებული შტატების მიმართ ნდობის უზრუნველყოფისათვის, რეაგირებას მოახდენს. ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია. ის თანამდებობაზე კეთილშობილური მიზნით მოვიდა - მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და თქვა, რომ ამ მიზნის მიღწევაში ყველას ჩართავდა“, - განაცხადა მაკრონმა.
„პუტინმა და მისმა არმიამ პატივისცემა არ გამოხატეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებების მიმართ, რომლებიც, შეგახსენებთ, ამერიკული ინიციატივა იყო“, - ხაზგასმით აღნიშნა მაკრონმა.