უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 9 ნოემბრამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
-
ჯარისკაცი - დაახლოებით 77 950;
-
ტანკი - 2 801;
-
ჯავშანტექნიკა - 5 666;
-
საარტილერიო სისტემა - 1 802;
-
სარაკეტო სისტემა - 393;
-
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 205;
-
თვითმფრინავები - 278;
-
ვერტმფრენი - 260;
-
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 483;
-
საკრუიზო რაკეტები - 399;
-
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 227;
-
გემი/ნავი/კატარღა - 16;
-
სპეციალური აღჭურვილობა - 159.