უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილის რუსი დამპყრობლებისგან გასათავისუფლებლად ემზადებიან.
ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი Telegram-ზე ავრცელებს და უკრაინული სამხედროების ბოლო წარმატებებზე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, გულიაიპოლეს მახლობლად განადგურდა საბრძოლო მასალის საცავი და დაიჭრა 20-ზე მეტი ოკუპანტი. ტოკმაკში განადგურდა 10 ერთეული სამხედრო ტექნიკა და დაიჭრა 40-მდე რუსი სამხედრო; პოლოგში - 30-მდე დაჭრილი დამპყრობელი; კამენკა-დნეპროვსკაიაში განადგურდა 7 ერთეული სამხედრო ტექნიკა და დაიჭრა 40-მდე რუსი დამპყრობელი.