დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე, დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალებისთანავე, ტახტის მემკვიდრე, 73 წლის პრინცი ჩარლზი გახდა.
სამეფო ტრადიციების შესაბამისად, მონარქის გარდაცვალებისთანავე. ტახტის მემკვიდრე ახალი მეფე/დედოფალი ხდება.
მეფე ჩარლზი გაერთიანებული სამეფოს გარდა, ასევე იქნება კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სახელმწიფოს მეთაური.
ცოტა ხნის წინ, ბუკინგემის სასახლემ დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების შესახებ ცნობა გაავრცელა.