კორპორაცია Apple-მა კალიფორნიაში, ახალი პროდუქტების პრეზენტაციის ფარგლებში, წარადგინა სმარტფონების ახალი ხაზი, მათ შორისა ახალი iPhone 14, რომელსაც 6.1-დიუმიანი ეკრანი აქვს და iPhone 14 Plus უფრო დიდი 6.7-დიუმიანი ეკრანით.
უახლესი iPhone-ები აღჭურვილია უფრო ხანგრძლივი მუშაობის ბატარეით და "კერამიკული დამცავით" სმარტფონის ეკრანზე.
პირველად, ახალ წინა კამერას აქვს ავტომატური ფოკუსი, რაც საშუალებას აძლევს მას ფოკუსირება მოახდინოს მრავალ დისტანციაზე დაბალი განათების პირობებში უკეთესი ინდივიდუალური და ჯგუფური სელფებისთვის.
Apple-მა გამოაცხადა, რომ მისი უახლესი iPhone-ის ხაზი გამორიცხავს ფიზიკური SIM ბარათის საჭიროებას და ამის ნაცვლად, იყენებს ციფრულ, "e-SIM" ბარათს.
ამ პარამეტრით, შეგიძლიათ შეინახოთ რამდენიმე ელექტრონული SIM ერთსა და იმავე მოწყობილობაზე და გქონდეთ რამდენიმე ტელეფონის ნომერი ერთსა და იმავე სმარტფონში.
iPhone 14-ის ღირებულება 799 დოლარიდან დაიწყება, ხოლო iPhone 14 Plus-ის ღირებულება 899 დოლარიდან.

iPhone 14 Pro
iPhone 14 Pro გამოვა ოთხ ფერში: კოსმოსური შავი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი და მუქი მეწამული.

