რუსეთში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ სალივანმა დაასრულა დიპლომატიური მისია და მოსკოვი დატოვა. იტყობინება რუსეთში აშშ-ის საელჩო.
სალივანი რუსეთის ფედერაციაში ელჩად 2019 წლის დეკემბერში დაინიშნა და ამ თანამდებობაზე თითქმის სამი წელი მუშაობდა.
"რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის დატოვების შემდეგ, სალივანი დაასრულებს ორმოცწლიან კარიერას საჯარო სამსახურში, რომლის დროსაც მსახურობდა ხუთ პრეზიდენტთან, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე, იუსტიციის, ვაჭრობისა და თავდაცვის დეპარტამენტებში მაღალ თანამდებობებზე", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საელჩოს ცნობით, ახალი ელჩის დანიშვნამდე, მოვალეობას დროებით ელისაბედ რუდი შეასრულებს.