დღეს 5 სექტემბერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი გერმანიას ეწვევა. უკრაინის პრემიერი მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთანაც.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, შმიგალის ვიზიტი ოფიციალურ კიევსა და ბერლინს შორის დაძაბულობის შემსუბუქების ნიშანია.
შმიგალმა გერმანულ მედიას ვიზიტამდე განუცხადა, რომ უკრაინის იარაღით მხარდაჭერაში გერმანიამ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია, თუმცა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ კიევს ბერლინისგან მეტი სჭირდება, მათ შორის თანამედროვე საბრძოლო ტანკები, როგორიცაა „Leopard 2“.