"უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა მისი [უკრაინის] მოკავშირეების ეკონომიკა", - ამბობს უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა BBC-სთან ინტერვიუში.
"ფასები იზრდება უკრაინაშიც, თუმცა ამასთან ერთად ჩვენს ხალხს კლავენ. მაგრამ თუ დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეები იძულებულნი არიან "კაპიკები" დათვალონ, რათა გაზის გადასახადები გადაიხადონ, უკრაინელები გარდაცვლილებს ითვლიან".
ოლენა ზელენსკამ მოუწოდა დასავლეთს გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად და გამოთქვა იმედი, რომ მისი ქვეყნის ადამიანური მსხვერპლი დავიწყებას არ მიეცემა.
"ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ეკონომიკურ კრიზისში დამნაშავე არა უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა, არამედ რუსეთის ქმედებები“, - თქვა ზელენსკამ.
"თუ მხარდაჭერა ძლიერი იქნება, ეს პერიოდი უფრო ხანმოკლე იქნება“, - თქვა მან და სთხოვა დასავლეთს, არ დაივიწყოს საომარი მოქმედებებით დაზარალებული ხალხი.
ოლენა ზელენსკასთან ვრცელი ინტერვიუ კიევში, პრეზიდენტის სასახლეში BBC-ის წამყვანმა ლორა კუნსბერგმა ჩაწერა.