ნავთობკომპანია „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი მოსკოვში, ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მაგანოვი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
როგორც იუწყებიან, მაგანოვი საავადმყოფოს მე-6 სართულზე განთავსებულ პალატაში მკურნალობდა.
მაგანოვი "ლუკოილში" კომპანიის დაარსებიდან მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. ის დირექტორთა საბჭოს 2020 წლიდან თავმჯდომარეობდა.