რუსეთისა და ჩინეთის შეიარაღებული ძალები იწყებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს "ვოსტოკ-2022 ".
სამხედრო წვრთნები რუსეთში 30 აგვისტოდან 5 სექტემბერის ჩათვლით გაიმართება.
მასშტაბურ მანევრებში მონაწილეობას, რუსეთისა და ჩინეთის გარდა, ბელარუსი, ინდოეთი, ტაჯიკეთი და მონღოლეთი მიიღებენ.
"ჩინეთის მონაწილეობა მიზნად ისახავს წვრთნებში მონაწილე ქვეყნებს შორის სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერებას და უსაფრთხოების საფრთხეებზე რეაგირების უნარის განმტკიცებას", - ნათქვამია ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
პეკინი აღნიშნავს, რომ "ეს წვრთნები არ უკავშირდება არსებულ საერთაშორისო და რეგიონულ ვითარებას".
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნები ჩატარდება აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 13 საწვრთნელ პოლიგონზე.