კვირას ნაშუადღევს, ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელის მახლობლად უკანონოდ აშენებული ორი ცათამბჯენი აფეთქების შედეგად დაინგრა.
ეს იყო ყველაზე დიდი მსგავსი ოპერაცია ინდოეთში, და გამოიწვია იმდენად დიდი ინტერესი, რომ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სატელევიზიო არხებზე.
ათასობით ადამიანს, რომლებიც მეზობლად ცხოვრობენ, აფეთქებამდე საათით ადრე მოუწიათ ევაკუაცია.
და სამუშაო ჯერ არ დასრულებულა - შემდეგი ნაბიჯი არის დანგრევის შედეგად წარმოქმნილი ათასობით ტონა ნარჩენებისგან ტერიტორიის გაწმენდა.



32-სართულიანი და 29-სართულიანი შენობების დასანგრევად 3700 კგ-ზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს.
შენობებში ჯერ არ იყვნენ ადამიანები შესახლებულნი.
ნაგებობების დანგრევის განკარგულება უზენაესმა სასამრთლომ გამოსცა, რომელმაც ხანგრძლივი სამართლებრივი დავის შედეგად დაადგინა, რომ ისინი სამშენებლო და სახანძრო უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფით აშენდა.
სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ მშენებლობა უკანონო იყო, რადგან მშენებელს არ მიუღია სავალდებულო თანხმობა ამ ტერიტორიაზე არსებული ბინის სხვა მესაკუთრეებისგან.