რუსეთმა ირანისგან მიიღო ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც დიდი ალბათობით გამოყენებული იქნება უკრაინის წინააღმდეგ ომში. იტყობინება Associated Press-ი დასავლეთის დაზვერვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
დრონების მიწოდება განხორციელდა თეირანისადმი აშშ-ის გაფრთხილების მიუხედავად.
"უცნობია, უკვე დაიწყო თუ არა რუსეთმა უკრაინული სამიზნეების წინააღმდეგ დრონების გამოყენება, მაგრამ უპილოტო თვითმფრინავები, როგორც ჩანს, ისინი ფუნქციონირებს", - განაცხადეს დაზვერვის წარმომადგენლებმა ანონიმურობის პირობით.
Associated Press-ის ინფორმაციით, დრონების მიწოდება ცხადჰყოფს, რომ ორი დიდი ხნის მოკავშირე ქვეყანა კიდევ უფრო აღრმავებს სამხედრო თანამშრომლობას.
რუსეთი, რომელიც უკრაინაში ომის გაჩაღების გამო დაწესებული სანქციებისა და გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხების პირისპის აღმოჩნდა, სულ უფრო ხშირად მიმართავს ირანს, როგორც მთავარ პარტნიორსა და იარაღის მიმწოდებელს.

რამდენიმე დღის წინ, ტელეარხი CNN-ი იუწყებოდა, რომ რუსები ირანში ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების მართვას სწავლობენ.
ივლისში ასევე CNN-ი იუწყებოდა, რომ ირანში რუსეთის დელეგაცია ჩავიდა, რათა გაცნობოდნენ ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს "შაჰპედ-191-სა" და "შაჰედ-129-ს", რომელთაც მაღალი სიზუსტის მართვათი რაკეტების გადატანა შეუძლიათ.
მოგვიანებით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკული დაზვერვის ცნობით, ირანი მზად არის, რუსეთს ასობით დრონი მიჰყიდოს, უკრაინაში გაჩაღებულ ომში გამოსაყენებლად.
13 ივლისს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბოლაჰიანმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანხმადაც თეირანი რუსეთისთვის ასობით უპილოტო საფრენი აპარატის მიყიდვას აპირებს.