რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის შესახებ.
განკარგულების თანახმად, სამხედრო პერსონალის რაოდენობა 137 000 ადამიანის გაიზრდება. ჯარში სამოქალაქო პერსონალის რაოდენობა უცვლელი დარჩება.
კონკრეტულად როგორ გაიზრდება სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა - დამატებითი გაწვევის ხარჯზე თუ საკონტრაქტო ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდით - განკარგულებაში არ არის დაკონკრეტებული.
განკარგულება ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევა.
სამხედრო ექსპერტების თვალსაზრისისთ, უკრაინაში გაჩაღებული ომის პირობებში, რუსეთის არმია ცოცხალი ძალის დეფიციტს განიცდის.
განკარგულების ამოქმედების შემდეგ, რუსეთის შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობა იქნება 2 039 758, მათ შორის 1 150 628 იქნება სამხედრო მოსამსახურე.