რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ახალი რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა "ცირკონი" სერიული წარმოების პროცესშია.
"ჩვენ ვიწყებთ ცირკონის რაკეტების სერიულ წარმოებას. ფაქტობრივად, ჩვენ უკვე გვაქვს ის ექსპლუატაციაში. წელს ეს უკვე დოკუმენტირებული იქნება", - განაცხადა შოიგუმ ტელეარხ "როსია 1"-ის ეთერში.
31 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები "ცირკონებს" უახლოეს თვეებში მიიღებდნენ. მისი თქმით, ახალ იარაღს პირველი მიიღებს ჩრდილოეთის ფლოტის ფრეგატი "ადმირალი გორშკოვი".
გასული წლის დეკემბრის მიწურულს, რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტი იტყობინებოდა, რომ "ცირკონის" რაკეტა 10-ჯერ წარმატებით იქნა გაშვებული ზედაპირული ხომალდიდან, ხოლო ორჯერ წყალქვეშა ნავიდან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "ცირკონის" პირველი სტარტი ატომური წყალქვეშა ნავ "სევეროდვინსკიდან" 2021 წლის ოქტომბრის თვეში განხორციელდა.
რუსეთის მტკიცებით, რაკეტას საათში 1000 კილომეტრზე მეტის განვითარება შეუძლია. რაკეტის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ამ მონაცემებით, მსოფლიოში დღეს არსებული ყველა ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა უძლურია "ცირკონის" წინაშე.