19 აგვისტოს, პარასკევს საღამოს, შვედეთის სიდიდით მესამე ქალაქის, მალმოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სავაჭრო ცენტრ Emporia-ში სროლას მსხვერპლი მოჰყვა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები. სავაჭრო ცენტრის ტერიტორია გადაკეტილია.
როგორც TV4 იტყობინება, სავაჭრო ცენტრში მყოფმა ადამიანებმა 20-მდე გასროლის ხმა გაიგეს.
პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად ორი ადამიანი, კაცი და ქალი დაშავდა. მამაკაცი მოგვიანებით საავამდყოფოში გარდაიცვალა.
იუწყებიან, რომ თავდასხმელი 15 წლის მოზარდია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.