დიდმა ბრიტანეთმა უარყო რუსეთის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ბრიტანულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია.
ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის კომენტარს CNN ავრცელებს.
"15 აგვისტოს, რუსულმა МиГ-31-მა სახიფათო გადაფრენა მოახდინა ბრიტანეთის სადაზვერვო თვითმფრინავ RC-135W-ზე, რომელიც დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, ნორვეგიისა და ბარენცის ზღვებზე.
დიდი ბრიტანეთის თვითმფრინავი კავშირში იყო რუსეთის სამოქალაქო საავიაციო მაკონტრელებელთან და მისი ეკიპაჟი მოქმედებდა უსაფრთხოდ და პროფესიონალურად", - თქვა მან.
სპიკერმა დასძინა, რომ თვითმფრინავი არ შესულა რუსეთის სუვერენულ სივრცეში და მოგვიანებით უსაფრთხოდ დაბრუნდა ბრიტანეთში არსებულ ბაზაზე.