საერთაშორისო კოსმოსური სადგური, რომელიც მუშაობას 2030 წელს დაასრულებს, წყნარი ოკეანის ფსკერზე, ე.წ. ნემოს წერტილში დაეშვება. იუწყება ამერიკის კოსმოსური სააგენტო NASA.
ვარაუდობენ, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგური "ნემოს წერტილთან" დაახლოებით 2031 წლის დასაწყისში აღმოჩნდება.
ნემოს წერტილი /Point Nemo - მდებარეობს წყნარი ოკეანის უკიდურეს სამხრეთით და არის ყველაზე შორეული ადგილი ხმელეთიდან, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კოსმოსური ხომალდების სასაფლაო. წერტილი ნემო უახლოესი სამი კუნძულიდან დაახლოებით 1000 კილომეტრით არის დაშორებული. ამ ადგილზე ათეულობით "ვადაგასული" თანამგზავრი და სხვადასხვა კოსმოსური ხომალდია ჩაძირული. 2001 წელს სწორედ აქ ჩაეშვა ცნობილი საბჭოთა ორბიტული სადგური Мир.
წერტილი ნემო
საერთაშორისო კოსმოსური სადგური, ორბიტაზე 1998 წლიდან მყოფი ხუთი კოსმოსური სააგენტოს პროექტია. 2000 წლიდან აქ მუდმივად მუშაობს საერთაშორისო ეკიპაჟი. მიკროგრავიტაციის ლაბორატორიაში 3 000-ე მეტი სამეცნიერო კველვა ჩატარდა.
თუმცა შემდგომი ერთობლივი სამუშაოების გეგმა მხოლოდ 2024 წლამდეა დამტკიცებული. გეგმის გაგრძლება უნდა შეთანხმდეს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ყველა პარტნიორთან.
ნასამ განაცხადა, რომ მომავალში კოსმოსურ სფეროში მთავარ როლს კომერციული სექტორი შეასრულებს.
2020 წელს ნასამ კონტრაქტი დადო ტეხასურ კომპანია Axiom Space-თან სულ მცირე ერთი საცხოვრებელი მოდულის ასაშენებლად, რომელიც მიბმული იქნება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან. ნასა იმედოვნებს, რომ ახალი პროექტი ორბიტაზე იმ დრომდე აღმოჩნდება, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ექსპლუატაციის ვადა ამოეწურება.
ნასა აცხადებს, რომ დაზოგავს 1,3 მლრდ დოლარს კერძო სექტორზე გადასვლის წყალობით დედამიწის დაბალ ორბიტაზე სამუშაოებისთვის. დარჩენილ თანხას კი შორეული კოსმოსის კველვისთვის გამოიყენებს.