პირველი თებერვლიდან დანიაში ყველა კოვიდშეზღუდვა გაუქმდა, რომელიც მანამდე კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ქვეყანაში მოქმედებდა, მათ შორის პირბადის ტარებისა და "მწვანე პასპორტის" წარდგენის ვალდებულება.
ამასთან, გაიხსნება ღამის კლუბები და მოიხსნება დახურულ დარბაზებში ადამიანების რაოდენობის შეზღუდვა.
შეზღუდვები შენარჩუნდება მხოლოდ არავაქცინირებული ტურისტებისთვის, რომლების შენგენის ზონის მიღმა ქვეყნებიდან გადაწყვეტენ დანიაში სტუმრობას.
ამრიგად, დანია პირველი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელმაც ომიკრონი ვარიანტის ფართო გავრცელების მიუხედავად, ყველა კოვიდშეზღუდვის გაუქმება გადაწყვიტა.
ამ ფონზე, დანიის ხელისუფლება შეზღუდვების გაუქმების გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით ხსნის.
დანიაში მოსახლეობის 81% სრულად ვაქცინირებულია.
პანდემიის დაწყების დღიდან, დანიაში კორონავირუსთი ინფიცირების 1.6 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. გარდაიცვალა 3700-მდე ადამიანი.