ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა განაცხადა, რომ 1997 წლამდე არსებულ მდგომარეობასთან დაბრუნება, როდესაც ნატო-ს გაფართოება დაიწყო, აზრსმოკლებულია. ამის შესახებ მან Vikerraadio-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"არანაირი შანსი იმისა, რომ დავბრუნდეთ იმ ვითარებაში, რომელიც 1997 წლამდე იყო, რომლის შემდეგაც ნატო-ს 14 ქვეყანა შეუერთდა, არ არსებობს. ეს, აზრსმოკლებულია და მისი განხილვა ფინჯან ყავაზეც კი არ ღირს", - თქვა კარისმა რუსეთის მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, ნატომ ჯარები გაიყვანოს ალიანსის იმ წევრი ქვეყნიდან, რომლებიც ორგანიზაციას 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ.
კარისის თქმით, არავის სურს ესტონეთიდან და ბალტიის სხვა ქვეყნებიდან სამხედრო ძალების გაყვანა, რასაც რუსეთი მოითხოვს.
კარისმა აღნიშნა, რომ ესტონეთის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება. იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტი საუბარია უკრაინაში, ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რუსეთის მოსალოდნელ აგრესიაზე. კარისი ფიქრობს, რომ ამით ადამიანების დაშინება არ ღირს.
"გარწმუნებთ, რომ ესტონეთის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება. არ ღირს ხალხის დაშინება", - განაცხადა კარისმა და დასძინა, რომ უახლოეს პერიოდში ესტონეთში ომი არარეალისტურია.