ხელი ჩამოვართვი ტანით მომცრო ასულს, მაგრამ მის ხელში ძალა ვიგრძენი - განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლადო კახაძემ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კახაძის თქმით, თეა წულუკიანმა კარგად იცის, როგორ გავიდეს შედეგზე, რომელიც წარმატებული და ყველასთვის მისაღები იქნება.
"მე დღეს მივესალმე, ავდექი დემონსტრაციულად, ხელი ჩამოვართვი იმ ტანით მომცრო ასულს, მაგრამ ისეთი ძალა ვიგრძენი იმის ხელში, რომ... მან იცის რა არის რუტინა, მან იცის როგორ უნდა აეწყოს ის რეპეტიცია, ის ვარჯიში, რომ საბოლოო შედეგზე გავიდეს და ეს შედეგი ყველასათვის მისაღები იყოს და ტაში დაიმსახუროს.
არამარტო იქ, სადაც მე-9 თვეა დაწყებული, დაალაგა უცბად, უცბად გააკეთა ანალიზი, მოიხმო ის ანალიზი, ყველას შეეკითხა, ჩავიდა, თავის ხელი მოკიდა, აქ იკითხა, იქ იკითხა, დაინახა, გამოამზეურა, თქვა ხმამღლა, ექიმის ფუნქციაა, ექიმი დიახ, დიაგნოზის დასმის დროს არავის არ დაინდობს ავადობის სასარგებლოდ მდგომს და მან ეს გააკეთა და აგერ ფაქტებით დაალაგა, სხვებმა სხვანაირად გაიგეს, მე ეს გავიგე როგორც ექიმის დიაგნოზი, რათა სამკურნალო მოქმედება დაისახოს სწორად. და მისი გუნდი მთლიანად დარაზმა ამისათვის. დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება", - თქვა კახაძემ.