"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები, ნუგზარ ფუტკარაძის საქმის გამო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ.
პოლიცია აქტივისტებს შენობის წინ დადგომის უფლებას არ აძლევს და ეუბნება, რომ აქციის ჩატარება გვერდითა მხარეს შეუძლიათ. პოლიციას ოფისის წინა მხარე გადაკეტილი აქვს.