„სტრასბურგის გადაწყვეტილება არის კარგი იმ თვალსაზრისით, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ხოლო სახელმწიფოს მის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული მონიტორინგის წარმოება", აცხადებს "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ნათლად არის გამოხატული, მოვლენები როგორ უნდა განვითარდეს.
"იმედია, ორივე მხარე გადადგამს გონივრულ ნაბიჯებს. უკიდურეს ფორმას, შიმშილობას არ მივესალმები, რადგან ადამიანს ფიზიკურად ვნებს და გამორიცხული არ არის, ეს გაუთვალისწინებელი შედეგით დასრულდეს. ვინმეს მიმართ როგორი პოლიტიკური დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს, ადამიანურად ასეთ პროტესტს არ ვამართლებ და დემოკრატიულ ქვეყნებში ეს ფორმა დიდი ხანია არ გამოიყენება, როგორც პროტესტის გამოხატვის ფორმა“, – განაცხადა იოსელიანმა.