დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს!, წერს სოციალურ ქსელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია. მისი თქმით, ხელისუფლებას ეშიანია თავისუფლების იდეას.
"კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაგრად ეშიანით თავისუფლების იდეის და მზად არიან თავის კორუმპირებული ხელისუფლების დასაცავად სრულიად მშვიდობიან აქციებს დაერიონ!
აქციების დაწყებამდე 46 ადამიანი დააკავეს- მაგრამ საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ათასია
ვაგრძელებთ! მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ!", წერს ნიკა მელია.