"მინდა, ყველას ვთხოვო, ამ კადრების შემყურე, როდესაც ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ ადამიანებს, აი მართლა რა გაჩერებთ მაინტერესებს", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე.
მისი თქმით, [აქციაზე] დგომის უფლება არ გვაქვს დღეს, ხვალ შესაძლებელია, გარეთ გამოსვლის უფლება არ გვქონდეს.
"რა აზრი აქვს რამეს ცხოვრებაში, როდესაც არ არსებობს ელემენტარული უფლება ჩვენი არსებობის, ჩვენი ცხოვრების, ჩვენი აზრების ხმამაღლა გაჟღერების შესაძლებლობა არ გვაქვს. განსხვავებულზე უკვე აღარ არის ლაპარაკი. ვითხოვთ ერთადერთ რამეს, დგომის უფლება არ გვაქვს დღეს, ხვალ შესაძლებელია, გარეთ გამოსვლის უფლება არ გვქონდეს და აუცილებლად მასშტაბური გახდება ეს ყველაფერი, აქ ცხოვრება იქნება გაუსაძლისი. ეს ნუ გგონიათ გავლითი ამბავია. თუ პროტესტი არ გექნებათ, აუცილებლად ყველაზე უარესი ფორმის დიქტატურა იქნება ამ ქვეყანაში. ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ჩემი თხოვნაა, რომ ჰქონდეთ სოლიდარობა ამ გაუსაძლისი პირობებისა და გაუსაძლისი წინააღმდეგობის მიმართ, რასაც ახლა ეწევა სუს-ი. შეხედეთ პოლიცია რამდენია და მოქალაქე რამდენი. იცით, რომ კიდევ სამ ლოკაციაზეა იგივე პროტესტის კერა და ყველგან იჭერენ ადამიანებს განმარტებების გარეშე, ტროტუარზე დგომის გამო“, – განაცხადა ხერხეულიძემ.