მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობა არის ხელოვნურად დღის წესრიგის შექმნა, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი.
მისი განმარტებით, სააკაშვილი შიმშილობის ყოველ დღეს საზოგადოებას ეუბნება, რომ გირგვლიანის საქმე, პატიმრების წამება, ადამიანებისთვის ქონების ჩამორთმევა და ათასი უბედურება ნორმალური იყო, რასაც დანაშაულებრივი სისტემა თავს ატეხდა თითოეულ ოჯახს.
ეს ემსახურება ესკალაციის შეტანას ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობა არის ხელოვნურად დღის წესრიგის შექმნა და თემების შემოტანა პოლიტიკურ დისკუსიაში, რაც დაცლილია ყოველგვარი საფუძვლისგან, ლოგიკურობისგან და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მისი სახელი ხშირად იყოს ნახსენები ტელეეთერში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.