უკრაინის სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით დარღვეულია სამართლიანი და საჯარო სასამართლოს უფლება.
"შემიძლია განვაცხადო, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები. ეს ეხება როგორც სამედიცინო მომსახურების მიღებისა და პროცესუალურ ნორმებს, ასევე რწმენის უფლებას, რადგან მოჰყავთ ის მღვდლები, ვინც თავად სურთ და არა ის, ვისაც თავად მიხეილი ითხოვს", განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.
მისი თქმით, უკრაინაში დაბრუნებისთანავე საქართველოში უკრაინის მოქალაქის უფლებების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტს მიაწვდის.
"უკრაინაში ჩასვლისთანავე ჩემს დასკვნებს მივწერ ევროპარლამენტს, იმას, რაც აქ ვნახე. უკრაინაში მოვითხოვ პრეზიდენტთან შეხვედრას იმისთვის, რომ მივაწოდო მას ის ინფორმაცია, რაც მივიღე, მათ შორის პირადად მიხელ სააკაშვილისგან,“- განაცხადა დენისოვამ.