ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი მოსახლეობას დღეს დაგეგმილ "ქართული ოცნების" აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
ია მეტრეველის განცხადებით, საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ ნაციონალური მოძრაობის ადგილი ამ ქვეყანაში არ არის.
"უდიდესი ნაწილი საზოგადოების, ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის უდიდეს ნაწილი იკრიბება და ეთანხმება იმას, რომ ამ ბოროტ ძალას ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაში. მათ აქვთ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ბოროტებები ხალხის, ოჯახებისა და ქვეყნის წინაშე. მართლაც, უკვე გაუსაძლისია ასე ცხოვრება, მათთან მუდმივ ჭიდილში და მათთან მუდმივ ბრძოლაში ყოფნა მთელი ამ წლების მანძილზე", - თქვა მეტრეველმა.