პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ გავცემ, რადგან ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია და მხოლოდ მისი თანხმობით და მისი პირადი ექიმის მხრიდან შეიძლება ამის გაჟღერება", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, ციხის საავადმყოფოში, ამ ეტაპისთვის, ყველა ის საჭირო ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობაა, რომელიც მოშიმშილე პაციენტს ესაჭიროება.
"რაც შეეხება ციხის საავადმყოფოს, ციხის საავადმყოფოში, ამ ეტაპისთვის, ყველა ის საჭირო ინსტრუმენტულ- ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობაა, რომელიც ექიმების მხრიდანაა გაწერილი. აქედან გამომდინარე საბჭო პატიმრისა და პაციენტის ინტერესების სასარგებლოდ მიიღებს მისთვის საჭირო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისი სიცოცხლის უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი.
რაც შეეხება დაწესებულებების ტიპებს, C (ცე) ტიპის დაწესებულება ენიჭება კლინიკას იმ შემთხვევაში, როცა მას აქვს გადაუდებელი საჭიროების მიღების შესაძლებლობა. ციხის საავადმყოფო არ საჭიროებს გადაუდებელი მიღების საჭიროებას. აქედან გამომდინარე, მას არ მიენიჭებოდა ეს ტიპი, თუმცა, A C ტიპის დაწესებულება უკვე თავს მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამ კლინიკაში არის ყველა ის საჭირო ინსტრუმენტულ -ლაბორატორიული კვლევების შესაძლებლობა, რომელიც მოშიმშილე პაციენტს ესაჭიროება“, - განაცხადა ტიკარაძემ.