"ეკლესიაზე თავდასხმა არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პროპაგანდისტული არხების ერთ-ერთი ამოცანა", - განაცხადა პალამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძე ამბობს, რომ ვნახეთ თანამოსაყდრე შიოს მიმართ სიძულვილით სავსე შეფასებები, რომელიც არის უსამართლო და მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ.
"წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტიული პროდიუსერები აქტიურ კამპანიას აწარმოებენ ეკლესიის წინააღმდეგ. ეს ხდება, როგორც ინსტიტუტის, ასევე მაღალი იერარქიის მიმართ. ამ შემთხვევაში, თანამოსაყდრე შიოს მიმართ სიძულვილით სავსე შეფასებები ვნახეთ, რომელიც არის უსამართლო და მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ. რაც თანამოსაყდრე შიომ თქვა, ეს სამართლის ენაზე და სახელმწიფოს გადმოსახედიდან არის კანონი ს უზენაესობის პრინციპი, როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, კანონით გათვალისწინებულია შესაბამისი სასჯელი მიუხედავად იმისა, ვინ არის ეს ადამიანი და რა თანამდებობას იკავებს“,- განაცხადა თალაკვაძემ.