საქართველო მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას ეხმიანება, სადაც კრამონი ამბობს, რომ სააკაშვილის საქართველოში არჩევნებისთვის დაბრუნება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება.
სააკაშვილის განცხადებით, სულ მცირე, ამორალურია, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში.
"სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია", - წერს მიხეილ სააკაშვილი.