საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემების თანახმად, რამდენიმე საათის განმავლობაში, ისლანდია გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც ქალების უმრავლესობით დაკომპლექტებული პარლამენტი აირჩიეს, თუმცა ხმების გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ახალ პარლამენტში უმრავლესობა კვლავ კაცია.
პირვანდელი მონაცემებით, ისლანდიის 63-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 33 მანდატი (52%) ქალებმა მოიპოვეს, თუმცა საბოლოო შედეგებით, ახლა პარლამენტში 33 კაცი და 30 ქალია.
წინა მოწვევის პარლამენტის შემადგენლობისგან განსხვავებით, ქალებმა ამ არჩევნებზე დამატებით 6 ადგილი მიიღეს, მაგრამ უმრავლესობა კლავ კაცების ხელშია.
ზოგიერთი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ისლანდიაში არ არის სავალდებულო გენდერული კვოტირება. ისლანდია დიდი ხანია გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მოწინავეთა რიგებს იკავებს მსოფლიოს ქვეყნებში. ამ წლის მარტში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მე-12 წელია ისლანდია გენდერალუად ყველაზე თანასწორ ქვეყნად მიიჩნევა.
ისლანდიაში კანონი ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ანაზღაურების შესახებ ჯერ კიდევ 1961 წელს. ის იყო ასევე პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 1980 წელს პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩიაა.
მსოფლიოში სულ 5 ქვეყანაა, რომლის პარლამენტში ქალებს აქვს მანდატების მინიმუმ ნახევარი. ამ მხრივ რუანდა ლიდერობს, სადაც პარლამენტის წევრთა 61.3% ქალია. მას მოსდევს კუბა 53.4%-ით, ნიკარაგუა 50.6%-ით, მექსიკა და არაბთა გაერთიანებული საამოროები 50-50%-ით.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის წევრთა მხოლოდ 34.2%-ია ქალი, ხოლო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში - 27.6%.