„ქართველ ხალხს მოვუწოდებდი, ჩვენს პარტნიორებს დაუჯერონ და „ქართულ ოცნებას“ მხარი არ დაუჭირონ", აცხადებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.
მისი განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იყო მაქსიმალურის წამოღება „ქართული ოცნებისგან“.
"საკონტიტუციო ცვლილებების მიღებას გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე ოპოზიციის სისუსტედ ვერ ვხედავ, მაშინ, შეიძლება, ეს იმ ხალხის სისუსტედაც ჩავთვალოთ, ვინც ხელშეკრულების გარანტი იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა.