"პიკი გადავლილია და დაახლოებით, 2 კვირაში სიკვდილიანობა უნდა შემცირდეს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში მნიშვნელოვნადაა შემცირებული პირბადის ტარების მაჩვენებელი.