ქვეყნის და საზოგადოების მოღალატე იქნება, ვინც ორსულს ეტყვის, არ აიცრაო, აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
ამირან გამყრელიძის თქმით, ორსულებისადმი ისეთი ტროპიზმი აქვს "დელტა" შტამს, რომ წარმოუდგენელია.
"ამიტომ ორსულებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. მოვუწოდებ ყველა ორსულ ქალბატონს, რომ “ფაიზერით” აიცრან.
არავითარი გართულება არ იქნება და თუ მათ კოვიდი შეხვდათ, დაიცავს შემდგომი გართულებისგან და ფატალური გამოსავლისგან, რაც დღეს დილასაც გვქონდა — 19 წლის ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე გოგონას გარდაცვალება.
ამიტომ უმორჩილესად გთხოვ ყველას, მეან-გინეკოლოგებს, ქალთა კონსულტაციაში მომუშავე მეან-გინეკოლოგებს, სამშობიაროში მომუშავეებს, რომ ავცრათ ორსულები, იმიტომ რომ არ ინდობს ორსულ ქალბატონს ეს ვირუსი. ორსულების მოვლასთან დაკავშირებით ახალი პროტოკოლი მუშავდება", აცხადებს გამყრელიძე.