პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ თბლისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი წარადგინა.
ანა ბიბილაშვილის კანდიდატურა პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს, 23 აგვისტოს წარადგინა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანა ბიბილაშვილი არის პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, რომელსაც კონკრეტული ხედვა აქვს, არის მოწოდებული, რომ ქალაქის პრობლემები სხვანაირად იქნას გააზრებული.
"ლელო შეიქმნა იმისთვის, რომ მან გზა და ასპარეზი გაუხსნას ახალ სახეებს. არა მარტო ახალგაზრდებს, არამედ ახალ სახეებს, პროფესიონალებს. იმიტომ, რომ ამ ქალაქს სჭირდება ახლებური გააზრება, თუ როგორი ქალაქი გვჭირდება დღეს.
სწორედ ამ განწყობით ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ადამიანი, ქალი, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი, რომელიც იღებდა მონაწილეობას სადოქტორო პროგრამებში ლისაბონში - ანა ბიბილაშვილი.
ანა, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, რომელიც არის ჩემი თანამებრძოლი, ლელოს დამფუძნებელი. არის მოწოდებული იმისკენ, რომ ქალაქის პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად იქნას მოწოდებული". - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
"ლელოს" პროპორციული სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე იქნება.