აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავს და განცხადებას ავრცელებს.
"აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აზერბაიჯანი და საქართველო ახორციელებენ სტრატეგიულ პარტნიორობას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემისა და ერთგულების საფუძველზე", - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.