„ვფიქრობ, ქართველებს რუსეთისგან მსგავსი გზავნილი ადრეც მოუსმენიათ. პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, არის საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ძალების გაყვანა", აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. მისი განმარტებით, ეს იქნება იმის ნამდვილი ნიშანი, რომ რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი და უბრალოდ დეზინფორმაციას არ ეწევა.
"ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ რუსეთს გაჰყავს თავისი ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აუქმებს ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარებას და დაუყოვნებლივ ხსნის წვდომას ჰუმანიტარული დერეფნებზე. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები არის დიალოგის მექანიზმი და თუ რუსეთი გამოიყენებს ამ მექანიზმს უფრო ეფექტიანად და კეთილსინდისიერად, შესაძლოა, დავინახოთ მეტი პროგრესი ამ კონფლიქტების დარეგულირებაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.