ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში სტრატეგიული მრჩეველი, იურეკ კუჩკიევიჩი „ქართულმა ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმიანება.
"საქართველოში ბოლო პოლიტიკური მოვლენების შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საკუთარ გუნდთან ერთად კონსულტაციებს გადის ყველა ჩართულ პარტიასა და შეთანხმების მონაწილესთან. ამ მომენტისთვის, პრეზიდენტი მიშელი კომენტარს არ გააკეთებს", - წერს მიშელის კუჩკიევიჩი.