„ჩემთვის ეთიკურად მიუღებელი იყო, მთავარ საპარლამენტო მაგიდაზე, ტრიბუნაზე ფეხშიშველა სირბილი", აცხადებს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა. მისი თქმით, მისთვის ეს შეურაცხყოფაა ამომრჩევლის.
"პირიქით, ჩამოსვლაში ლამაზად დავეხმარე. თუ ეს საწყენია, არ ვიცი. მიუღებელია, ლამაზი არ არის. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეხატა თავისი პროტესტი, ხედვა, აზრი, თუ ამოცანა, მაგრამ არ არის აუცილებელი, ტრიბუნებზე სალტოები ვაკეთოთ. არ არის აუცილებელი, რომ ფეხშიშველამ მაგიდებზე ვირბინოთ. მიუღებელია და ამას ასე გავაგრძელებ, ვის როგორ ეწყინება, მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.