რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა ჟურნალისტებზე - სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა, წერს სოციალურ ქსელში ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია. მისი განმარტებით, დღევანდელი ხელისუფლება თავის მიერ მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით, კლავს სახელმწიფოს.
"ოქტომბერში, რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებზე გადაწყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომდევნო წლებში - დამოუკიდებელ, ამაყ სახელმწიფოში თუ ისევ იმპერიის უკანა ეზოში - გუბერნატორ ივანიშვილის დამყაყებულ გუბერნიაში!
სახელმწიფოს არ დაგამთავრებინებთ. თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ! თუ როგორ, მალე, რამდენიმე დღეში შეიტყობს საზოგადოება!", აცხადებს მელია.