რასაც ახლა ეკრანებიდან თვალს ვადევნებთ არის რუსეთის ღრმა პროვინციად გადაქცევის საბოლოო მცდელობა, წერს სოციალურ ქსელში სებ-ის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. მისი განმარტებით, ვინც საკუთარ მომავალს განვითარებულ დასავლურ ოჯახში ხედავს, უნდა შეძლოს გაერთიანება და სათანადო პასუხის გაცემა.
"თითოეულმა მოქალაქემ, ვინც ჩვენი ქვეყნის და შვილების მომავალს განვითარებულ დასავლურ ოჯახში ხედავს, უნდა შევძლოთ გაერთიანება და სათანადო პასუხის გაცემა.
არ შეიძლება ახლა ყურების ჩამოყრა და უკან დახევა, ძალიან დიდი მსხვერპლი გვაქვს გაღებული ამისთვის", წერს გიორგი ქადაგიძე.