ვფიქრობ, კარვების მოშლით, ყველა კმაყოფილია. ენმ-საც დიდი ხანია უნდა ეს, მაგრამ არ შეეძლო – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვების დაშლასთან დაკავშირებით განაცხადა.
რაქვიაშვილი იმედოვნებს, რომ პოლიცია მოქალაქეებს დაიცავს და ძალადობა არ მოხდება.
„კარვებს რაც ეხება, მგონი, ყველა კმაყოფილია, რადგან დიდი ხანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა კარვების მოხსნა, მაგრამ არ შეეძლო. კარვების მოშლა „ქართულ ოცნებასაც“ უნდა. საბოლოო ჯამში, ამ ხალხმა შავი სამუშაოები გააკეთა და ყველა კმაყოფილი იქნება. დანარჩენი, თუ დაპირისპირების შანსი იქნება, იმედი მაქვს, პოლიცია მოქალაქეებს დაიცავს და ძალადობა არ იქნება. მგონია, დიდი ხანია, ეს კარვები მოშლილი უნდა ყოფილიყო. ამ ადამიანებმა ის გააკეთეს, რაც ყველას უნდოდა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.