საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რადიო "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველო ძალიან ენატრება.
სააკაშვილის განცხადებით, ის აუცილებლად აპირებს საქართველოში ჩასვლას და ის ყოველთვის ასრულებს იმას, რასაც ამბობს.
"მე ძალიან მენატრება საქართველო. შეუძლებელია, არ მენატრებოდეს. თითქმის 10 წელია, ნუ 2013 წლის შემდეგ, არ ვყოფილვარ საქართველოში. ეს არის ძალიან მძიმე პერიოდი და ძალიან მძიმე პირადი გამოცდა ჩემთვის. ამიტომ, ეს პირადი არჩევანის საკითხია, საქართველო თუ გიყვარს, და მე ძალიან მიყვარს საქართველო, ნამდვილად არ ვაპირებ სადღაც გადახვეწილად დიდხანს ყოფნას. ეს არ ნიშნავს, რომ იძულებით ვაკეთებ რაღაცას უკრაინაში, მიმაჩნია, რომ უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ვთამაშობ ისევე როგორც მთელ რეგიონში", თქვა სააკაშვილმა.